|
2019-11-14 13:56:20, 1048 ნახვა
პოლიტიკა
კომპრომისზე ვერ წავიდოდი - თამარ ხულორდავამ უმრავლესობა დატოვა
პარლამენტის წევრმა თამარ ხულორდავამ უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იყო პრინციპული და ის კომპრომისზე ვერ წავიდოდა. .ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა კენჭისყრის შედეგმა, რომელიც ჩემთვის იყო მოულოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა მომხდარიყო აზრთა კონსოლიდაცია, ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ კენჭისყრის შედეგი იქნებოდა დადებითი. ეს იყო პრინციპული საკითხი და ამ საკითხზე ჩვენ კომპრომისზე ვერ წავიდოდით. ამის შესახებ იცოდა პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმაც", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)