|
2019-11-14 13:16:15, 12699 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო [ვიდეო]
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გუშინ დაიწყო. კანონპროექტზე მსჯელობის პროცესში პლენარუ სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დეპუტატები ერთანეთს უცენზურო ლექსიკით მიმართავდნენ. ხმაური სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დადგინდა, რომ უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა კანონპროექის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, ოპოზიციას გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას ისახავს მიზნად. გუშინვე დაიგეგმა უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოსულმა დეპუტატებმა პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდნენ. რამდენიმე დეპუტატმა ისიც განაცხადა, რომ თუ მმართველი გუნდი კანონპროექტს არ ჩააგდებს, ისინი მზად არიან უმრავლესობა დატოვონ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)