|
2019-11-14 13:04:19, 1066 ნახვა
პოლიტიკა
ლევან კობერიძე: ივანიშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, განმარტება თავად გააკეთოს
ლევან კობერიძე მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, პლენარული სხდომის დაწყებამდე გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება. კობერიძის განცხადებით, ივანიშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობაა გააკეთოს განმარტებები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. დამოუკიდებელ დეპუტატს არ სჯერა, რომ რომელიმე მაჟორიტარი არ ემორჩილება ივანიშვილს. „პირდაპირ მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, რომ სანამ სხდომა დაიწყება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რომელიც არის მმართველი პარტია, გამოვიდეს, გააკეთოს განცხადება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდება. თუ პროცესები ხელისუფლებას მიჰყავს დესტაბილიზაციის და ვადამდელი არჩევნებისკენ, მაშინ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზე, უნდა გამოვიდეს და გადაბრალებები მაჟორიტარ დეპუტატებზე, თითქოს მაჟორიტარი დეპუტატები არ ემორჩილებიან ან ვერ გადაარწმუნა, ეს საბავშვო ბაღი არ არის. გამოვიდეს, აიღოს პასუხისმგებლობა, რა ხდება ქვეყანაში და გააკეთოს განმარტებები,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)