|
2019-11-14 12:37:53, 1099 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების ოფისში უმრვლესობის სხდომა შედეგის გარეშე დასრულდა
"ქართული ოცნების" ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკიტხს 2 საათზე მეტხანს განიხილავდნენ, დასრულდა. როგორც მმართველი გუნდის წევრმა თამარ ხულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კენჭისყრაზე ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვთ. "საკითხი არის რთული და იწვევს ვნებათაღელვას გუნდის სხვადასხვა წევრების მხრიდან. მათ გამოხატული აქვთ პოზიცია. მკვეთრად და არაერთხელ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა მოწოდება, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან რეფორმას. არის მოლოდინი, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი, ხმას არ მისცემს კანონპროექტს. მიუხედავად ამისა, არსებობს ყველა პირობა, რომ რეფორმა ბოლომდე იქნას მიყვანილი. ამისთვის, უნდა წავიდეთ პარლამენტში და კენჭი ვუყაროთ პროექტს. ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს და არის მაღალა ალბათობა იმისა, რომ ეს ცვლილება დღეს მივიღოთ", - განაცხადა ხულორდავამ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)