|
2019-11-14 11:58:19, 1030 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: მოვუწოდებ დეპუტატებს, რომლებიც ეურჩებიან ივანიშვილს, დაუჯერეთ საკუთარ ლიდერს
„მინდა მოვუწოდო დეპუტატებს, რომლებიც ეურჩებიან ივანიშვილს და დავარწმუნო ისინი, რომ საკუთარ ლიდერ უნდა დაუჯერონ, იმისთვის, რომ მისი დაპირება ხალხთან შესრულდეს“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დაჩი ბერაიას ურჩობას ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბესელიას თქმით, ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღება უწევს პარტიის თავმჯდომარეს, რაც ივანიშვილისთვის რთული მოცემულობაა. „მე არ მახსოვს ბერაიას აქტიურობა. ის გაიცნო საზოგადოებამ ბოლო პერიოდში ხულიგნური გამოხტომებით და გაიცნო ახლა, ამ დღეებში, როდესაც გამოაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეურჩება. არის ორი საკითხი, ეს არის ამხედრება ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ვეღარ მართავს სიტუაციას საკუთარ პარტიაში, რისიც მე არ მჯერა, მაგრამ ეს სურათი იქმნება და მეორე, ყველა შემთხვევაში ეს არის მისი პასუხისმგებლობა, თუ ეს არის მართული პროცესი.. ორივე შემთხვევაში ეს ივანიშვილისთვის რთული მოცემულობაა. მინდა მოვუწოდო დეპუტატებს, ვინც ეურჩება ივანიშვილს და დავარწმუნო ისინი, რომ საკუთარ ლიდერს უნდა დაუჯერონ, იმისთვის, რომ მისი დაპირება ხალხთან შესრულდეს. ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღება მოუწევს პარტიის თავმჯდომარეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)