|
2019-11-13 19:58:34, 1843 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]
"არ გაბედო ჩაგდება!" - პარლამენტის შენობასთან მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის წევრთა ნაწილის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების დაანონსებისა და კენჭისყრის გადადების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც ისინი აცხადებენ, თუ მმართველი გუნდი დაპირებას არ შეასრულებს და კანონპროექტი ჩავარდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ამ დროისთვის პარლამენტთან ათობით მოქალაქეა შეკრებილი. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. შეგახსენებთ, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების გამო, კონსტიტუციურ კანონის პროექტს, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, დღეს კენჭი არ უყარეს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო, რადგან კანონპროექტის ჩაგდების რისკი არსებობდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)