|
2019-11-13 15:27:07, 1826 ნახვა
პოლიტიკა
საარჩევნო სისტემის ცვილებასთან დაკავშირებული კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო
საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული სხდომა ხვალამდე გადაიდო - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. "მე მქონდა მოკლე კონსულტაცია უმრავლესობის ლიდერთან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ხელმძრვანელებთან და მათთან შეთანხმებით გთავაზობთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ ხვალისთვის. ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით, ვფიქრობ ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომ დღეს კენჭისყრა რისკის ქვეშ არ დადგეს. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გთხოვთ თანხმობას", - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)