|
2019-11-13 14:26:10, 939 ნახვა
პოლიტიკა
„ეშმაკი დეტალებშიაო, ესაა ყველაზე უარესი მოლოდინი, რაც შეიძლება მაჟორიტარულ ბუნტს მოჰყვეს“ - მამუკა კაციტაძე
„როგორც იტყვიან, ეშმაკები დეტალებშიაო, შეიძლება გარკვეული ტრანსფორმირება მოხდინონ კანონპროექტში, ესაა ყველაზე უარესი მოლოდინი“, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ „მედიაცენტრ მტავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, თუმცა, შესაძლოა, მმართველმკა გუნდმა კანონპროექტში დეტალები შეცვალოს: „რა თქმა უნდა კანონპროექტი გავა. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და არა მაჟორიტარული წესით. თუმცა, გამორიცხული არაა, დარღვეულ მოდიფიკაციასთან გვქონდეს საუბარი „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტისა. შესაძლოა, სახე იცვალოს ამ კანონპროექტმა. კანონპროეტის ფაბულა შეიძლება დატოვონ არა ტრანსფორმირებულად, მაგრამ როგორც იტყვიან, ეშმაკი დეტალებშიაო, შეიძლება გარკვეული ტრანსფორმირება მოხდინონ. ესაა ყველაზე უარესი მოლოდინი, რაც შეიძლება მოჰყვეს გუშინდელ მაჟორიტარულ ბუნტს,“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)