|
2019-11-13 13:40:56, 1362 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის
მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ავტობუსები იმ 650 ერთეულ ავტობუსს დაემატება, რომელთა ჩანაცვლების პროცესიც უკვე დაწყებულია. „ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს, მუნიციპალიტეტმა 145 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა. ამის შემდეგ ჩვენ შევიძინეთ 310 ერთეული სხვადასხვა ზომის - 8-მერტიანი და 10-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანა უკვე დაწყებულია და წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა იქნეს მოწოდებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დამატებით 100 ერთეული ავტობუსის შესყიდვის მიზანია, თითოეულ ხაზზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს და მოცდის ინტერვალი შემცირდეს. „ჩვენ გვაქვს რაიონები, უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს ძალიან დიდი მოცდის დრო აქვს. ეს სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ერთი-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში იქნება ის, რომ შევამციროთ მოცდის დრო და სადაც საერთოდ არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსებმა იმოძრაოს, რომლებიც იქ მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, დამატებითი ავტობუსების შეძენა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.
(NS)
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! - ვიდეო
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ნაცმოძრაობამ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)