13:53 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-13 13:35:47, 240 ნახვა

სამართალი
ნაცმოძრაობამ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა. მოთხოვნა პარტიის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ 13 ნოემბრის სხდომაზე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას დააყენა.

წითლიძის განცხადებით, წინა სხდომაზე გოცირიძის შეფასებები და მოპასუხეთა პასუხებზე მისი რეაქციები მოსამართლის მიუკერძოებლობაში დასაბუთებულ ეჭვს აჩენდა. მან, სხვა განცხადებებთან ერთად, მოიყვანა გოცირიძის კითხვა: „მმართველი პარტია არ არის დამნაშავე საერთოდ?“

ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, რომ პრეტენზია მოსამართლის მიერ მწვავე შეკითხვის დასმის უფლებას არ ეხებოდა: „საკითხი არის ის, რომ ხომ არ გამოავლინა მოსამართლემ წინასწარ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება იმ სამართლებრივ საკითხზე, რომლის გადაწყვეტაც მას ჯერ კიდევ წინ აქვს“.

სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, პლენუმმა გოცირიძის კითხვებში წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიციის ნიშნები ვერ დაინახა. მისი თქმით, მწვავე შეკითხვა არ ნიშნავს, რომ მოსამართლეს საქმეზე მოსაზრება უკვე ჩამოყალიბებული აქვს.

„ვერავინ ვერ მოახერხებს იმას, რომ აცილების შუამდგომლობით მოსამართლეს შეეზღუდოს ობიექტური შეკითხვის დასმა“, - თქვა ნადარაიამ.

გოცირიძემ განმარტა, რომ მისი კითხვები ეხებოდა მკვლელობებს, რომლებზეც კანონიერ ძალაში შესული განაჩენები არსებობს, ამ საქმეების გამოუძიებლობას წინა ხელისუფლების პირობებში და პრეზიდენტის მიერ იმ პირების დაჯილდოებას, რომლებიც მოგვიანებით დამნაშავეებად ცნეს. მისი თქმით, სწორედ ამ კონტექსტში იკითხა, შეიძლებოდა თუ არა დაჯილდოება დანაშაულის წახალისებად შეფასებულიყო.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! - ვიდეო
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ნაცმოძრაობამ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $10 045-მდე შემცირდა - მიზეზი მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics