|
2019-11-13 12:14:06, 1268 ნახვა
პოლიტიკა
ბერაია - უმრავლესობას არ დავტოვებ და დავტოვებ მანდატს
„ჩემი უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე დისციპლინური საკითხი თუ დადგება, უმრავლესობას არ დავტოვებ და დავტოვებ მანდატს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ განაცხადა. „ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, გუნდური პრინციპები დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ, ვთქვი, რომ მხარს არ დავუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამის გამო, ჩემი უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე დისციპლინური საკითხი თუ დადგება, უმრავლესობას არ დავტოვებ და დავტოვებ მანდატს. მსგავს თემებზე, დისციპლინარულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. იყო მოთხოვნა სხდომაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მივიღეთ. ჩემთვის იყო ეს მტკივნეული. მინდოდა, კენჭი გვეყარა, ვინ იყო მომხრე. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, პოზიცია არ შევიცვლი", - განაცხადა ბერაიამ. მისივე თქმით, ბიძინა ივნიშვილთან შეხვედრაზე 10-მდე დეპუტატმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)