|
2019-11-13 10:36:43, 1293 ნახვა
პოლიტიკა
რომან კაკულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე: დაპირება უნდა შესრულდეს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ რაც იყო დაპირება, მმართველი ძალის მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ის უნდა შესრულდეს. მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო დათმობა გარკვეული ოპოზიციის მიმართ და არა საზოგადოების მიმართ. „მე არ ველოდები, რომ იქნება ცვლილება. იმიტომ რომ მგონია, რომ დაპირება რაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი ადამიანი გააღიზიანა, ასევე ბევრი პოლიტიკოსის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესის მიმართ, იმიტომ რომ ზოგადად ეს პროცესი ხელს უწყობს არა მარტო დემოკრატიის განვითარებას, არამედ სამწუხაროდ, პოპულიზმის განვითარებასაც და მგონი ამან გადაასწრო დემოკრატიის განვითარებას. იმიტომ, რომ ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ ისინი იყვნენ თანამონაწილენი ამ პროცესის და ამდენმა ძახილმა, რომ იძულებით და ძალით გაგაკეთებინეთ ყველაფერი, არ გმოვრიცხავ, რომ ადამიანებში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია მათში, ვისაც უნდოდა ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო. ეს პრინციპში იყო დათმობა გარკვეული ოპოზიციის მიმართ და არა საზოგადოების მიმართ“, - ამბობს რომან კაკულია.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)