20:01 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 17:40:57, 1612 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა: ივანიშვილის ნება რომ იყოს, პატრიარქადაც „ქართუ ბანკის“ თანამშრომელს დაგვინიშნავდა

„ივანიშვილის ნება რომ იყოს, პატრიარქადაც “ქართუ ბანკის” თანამშრომელს დაგვინიშნავდა, მაგრამ არ გაუვიდა ასეთი თავნებობდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის’ წევრი თინა ბოკუჩავა, უმრავლესობის წევრის, ირალი კობახიძის განცხადებას.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი თავს ქვეყნის ბატონ-პატრონად აცხადებს და თვლის, რომ ყველა ინსტიტუტი მას ეკუთვნის:

„ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ჩვენი ქვეყანა მისი ყველა ინსტიტუციით ეკუთვნის მას. ის არის ბატონ-პატრონი ყველა ინსტიტუციის. მისი ცოლის სტომატოლოგი ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა საკუთარი დაცვის წარმომადგენელი. “ქართუში” მისი თანაშემწე თავდაცვის მინისტრად… ივანიშვილის ნება რომ იყოს, პატრიარქადაც “ქართუ ბანკის” თანამშრომელს დაგვინიშნავდა, მაგრამ არ გაუვიდა ასეთი თავნებობდა”, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თინათინ ბოკუჩავას ბრალდებებს შემდეგნაირად უპასუხა: „უტევთ ეკლესიას. 9 წელია ვერავინ ვერ აგაძროთ სკამებიდან ამ ყველაფრის ფონზე. აქედან გამომდინარე, ხალხი ნათლად ხედავს, ვის უყვარს და ვის არ უყვარს ჩვენი ქვეყანა, ზუსტად მაგიტომ ხართ ბერბიჭაშვილები".









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს
მეუფე ილარიონი - ეკლესიის ხმას მატერიალური კეთილდღეობით ვერ დაადუმებენ
ვაკეში დაპირისპირება იყო - დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი
ევა გოცირიძე ოცნებას - სასამართლომ რატომ უნდა დაადასტუროს ის, რასაც ნაციონალურ მოძრაობას საყვედურობთ?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics