|
2019-11-11 16:04:55, 1322 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე პეტრე ცაავას განცხადებებზე: ეს არის გამიზნული მორალურ-ზნეობრივი ტერორისტული აქტი
„ეს არის გამიზნული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი მორალურ-ზნეობრივი ტერორისტული აქტი როგორც პატრიარქის, ასევე სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებებს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მისი თქმით, მიუხედავად მცდელობისა, ისინი ვერც სახელმწიფო ინტერესებს და ვერც საზოგადოებას ვერ დააზიანებენ. „მათი ჩვეული სტილი, რომ აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტისაზოგადოებრივ საქმეს და შემდეგ ისინი აბრალებენ ყველაფერს სხვას, ესეც მათი ჩვეული მეთოდია. მე რომც დავიჯერო მათი ფიცის, მაკვირვებს თავიც და ბოლოც, იმიტომ, რომ ისინი 16 წლის განმავლობაში ებრძვიან ეკლესიას. ალბათ, გახსოვთ, სატვირთოებით თავდასხმა ეკლესიაზე, გახსოვთ თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ეკლესიის მუდმივი დისკრედიტაცია და უკვე არცთუ ისე გასაკვირი ბოლო, როდესაც პეტრე პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის" მაღალი სანდოობის მქონე წარმომადგენელი ეკლესიაში, რომელიც არც მალავს სიმპათიებს „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, უკვე ახორციელებენ კიდევ ერთხელ დიდ დარტყმას პატრიარქზე, ეკლესიაზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გამიზნული, აქ არავითარ შემთხვევითობას ადგილი არ აქვს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად მათი მცდელობისა, ისინი ვერ დააზიანებენ მთავარს - ვერც სახელმწიფო ინტერესებს და ვერც საზოგადოებას",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებები პროკურატუაში დევს. ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.
მეუფე ილარიონი - ეკლესიის ხმას მატერიალური კეთილდღეობით ვერ დაადუმებენ
ვაკეში დაპირისპირება იყო - დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი
ევა გოცირიძე ოცნებას - სასამართლომ რატომ უნდა დაადასტუროს ის, რასაც ნაციონალურ მოძრაობას საყვედურობთ?
გვარამიას საკონსტიტუციოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, კოპალეიშვილს - არა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)