19:41 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-11 19:22:25, 285 ნახვა

პოლიტიკა
გვარამიას საკონსტიტუციოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, კოპალეიშვილს - არა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, მაია კოპალეიშვილს კი - არა. გადაწყვეტილება სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, მიიღო, რომელმაც მანამდე ორივე სხდომიდან გააძევა.

მათი დაბრუნების შუამდგომლობა კოალიციის წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ, დააყენა. მისი თქმით, გვარამიას მონაწილეობის გარეშე პარტიასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების სრულფასოვნად გამოკვლევა ვერ მოხერხდებოდა, კოპალეიშვილის გარეშე კი მოპასუხე მხარე საქმის განხილვას „სამართლებრივი ხაზის მთავარი ავტორის“ გარეშე გააგრძელებდა.

თევზაძემ ასევე განაცხადა, რომ სხდომაზე დაბრუნების შემთხვევაში ისინი წესრიგს დაიცავდნენ და მოითხოვა, კანონით გათვალისწინებული ზომები ორივე მხარის მიმართ თანაბრად გამოყენებულიყო.

ნადარაიამ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, გვარამიას გაძევება მხოლოდ წესრიგის დარღვევას უკავშირდებოდა, ამიტომ სასამართლო მას სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობას მისცემდა.

კოპალეიშვილის დაბრუნებაზე უარი ნადარაიამ იმით ახსნა, რომ მან, წესრიგის დარღვევის გარდა, სასამართლოს „ძალიან მძიმე შეურაცხყოფა“ მიაყენა, როდესაც გვარამიას გაძევება „ქართული ოცნების“ დავალების შესრულებად შეაფასა.

„ასეთი მძიმე განცხადება, რომ სასამართლო თურმე ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა“, - თქვა ნადარაიამ.

გვარამიას გაძევების შემდეგ კოპალეიშვილმა ნადარაიას მიმართა: „ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, პირდაპირ იყო დავალება „ოცნებისგან“. იმიტომ რომ ამას „ოცნება“ მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ“.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამიას საკონსტიტუციოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, კოპალეიშვილს - არა
გვარამია და კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნოდარ ჩაჩუას ცოლს საპროცესო გაუფორმდა
ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს- ნოდარ ჩაჩუა პოლიციას ცოლზე ზეწოლაში ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics