|
2019-11-08 21:15:47, 1791 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არავის აქვს - ხელისუფლება ამ ძალადობის თანამონაწილეა
„ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის და ხელისუფლება არის პირდაპირ თანამონაწილე ამ ძალადობის “ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ივანიშვილი და მისი მცირე ჯგუფები ახერხებენ მოქალაქეებს არანორმალური პირობები შეუქმნან, რათა მათ კინოთეატრში შესვლა ვერ შეძლონ. ბოკერიას განმარტებით, ჭყლეტვა და ჭიდაობა მათ პირდაპირ პოლიციისგან აქვთ დავალებული. ”ასეთი მცირე ჯგუფი მოძალადე ადამიანების ახერხებს, რომ არანორმალური პირობები შეუქმნან მოქალაქეებს ვინც მიდიან კინოში. ჭყლეტვა, ჭიდაობა, პირდაპირი მოწოდება შეჭრისკენ და პოლიციელებს აქვთ დავალება, რომ კი არ დააკავონ მოძალადეები და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეუქმნან ნორმალური პირობები. არა! უბრალოდ გამშველებლების როლში ამყოფებენ და მათ შორის ისინიც ხვდებიან ამ მოქმედებების მსხვერპლნი. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე. ბატონი ვოლსკი, კვიციანის და დანარჩენების სახეა ხალხი ვინც ახლა ასე იქცევა იქ. სრული სიცრუეა თითქოს ვინმე იძახის, რომ თუნდაც ეგეთი აზრების, ან ცივილიზებული კონსერვატიული აზრების ქონის უფლება არა აქვთ. ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის და ხელისუფლება არის პირდაპირ თანამონაწილე და ამ ძალადობის როცა აქამდეც და დღესაც ამას უშვებს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)