|
2026-11-11 19:20:24, 316 ნახვა
სამართალი
გვარამია და კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სხდომიდან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა. გვარამიას გაძევების მიზეზად რევაზ ნადარაიამ ადგილიდან საუბარი დაასახელა, რის გამოც მას გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა. სხდომაზე კამათი 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, არავისთვის უცხო არ არის, რომ მურთაზ ზოდელავა და პაატა ბურჭულაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული. ამ განცხადებამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების, მათ შორის ნიკა გვარამიას, პროტესტი გამოიწვია. კამათის შემდეგ ნადარაიამ გვარამია სხდომიდან გააძევა. გვარამიას გაძევება მაია კოპალეიშვილმა გააპროტესტა და სასამართლოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ დავალების შესრულებაში დაადანაშაულა. „ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, პირდაპირ იყო დავალება „ოცნებისგან“. ამას „ოცნება“ მიზანმიმართულად აღწევდა და თქვენ ეს განახორციელეთ“, - განაცხადა კოპალეიშვილმა. ნადარაიამ ეს განცხადება სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა და კოპალეიშვილიც გააძევა. „ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს, რომ სასამართლომ მიიღოს დავალება ვიღაცისგან, რომ მე გამეძევებინა გვარამია“, - აღნიშნა ნადარაიამ. დარბაზის დატოვებამდე კოპალეიშვილმა თქვა, რომ მისი და გვარამიას დაბრუნების მოთხოვნით შუამდგომლობას დააყენებდა. „ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ“, - განაცხადა მან. ამ ეტაპზე „კოალიციას ცვლილებისთვის“ სასამართლოში მხოლოდ თენგო თევზაძე წარმოადგენს. გვარამია და კოპალეიშვილი სასამართლო განხილვის დასრულებამდე გაძევებულად ითვლებიან, თუ სხდომის თავმჯდომარე მათ დაბრუნების უფლებას არ მისცემს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)