|
2019-11-08 17:31:39, 5078 ნახვა
ევროპის ამბები
გია კორკოტაშვილი - შევიკრიბებით, ერთმანეთს მოვეფერებით და დავიშლებით
"ადამიანები თავისუფლები არიან თავის ქმედებაში და როგორც უნდათ, ისე მოიქცევიან. ამიტომ, ჩვენ შევიკრიბებით, ერთმანეთს მოვეფერებით და დავიშლებით, რათა მათ ზეიმის ჩატარების საშუალება არ მივცეთ", - ამ შესახებ “ქართულ იდეის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია კორკოტაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტს მიმართავს. მისი თქმით, გარკვეულმა ჯგუფებმა ეშმაკური სვლა გააკეთეს, ლგბტ თემმა კი პასუხისმგებლობა მოიხსნა: “რაღაც ეშმაკური სვლა გააკეთეს და გარკვეულმა ჯგუფებმა, ძირითადმა ლგბტ თემმა მოიხსნეს პასუხისმგებლობა და შეუძლია გამოვიდნენ და თავისუფლად თქვან – ჩვენ აზრზე არ ვართ, ვინ შეიკრიბა იქ, ადამიანები თავისუფლები არიან თავის ქმედებაში და როგორც უნდა ისე მოიქცევიან. ამიტომ, ჩვენ შევიკრიბებით, ერთმანეთს მოვეფერებით და დავიშლებით, რათა მათ ზეიმის ჩატარების საშუალება არ მივცეთ. სურვილი ვისაც ექნება და ვიცი, რომ საკმაოდ დიდ რაოდენობას აქვს, 17:00 საათიდან შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციასთან. ამ ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე “ქართულ იდეას” შეტანილი გვაქვს განცხადება და შესაბამისად, ჩვენ შეკრებაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იქნება”, – განაცხადა გია კორკოტაშვილმა.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)