01:35 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-20 01:15:59, 253 ნახვა

საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი- ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მეექვსე გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვია.

ამის შესახებ სულხან თამაზაშვილმა ფონიჭალაში, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

„სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია.საბედნიეროდ 5 მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი,რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში, მინდა მათ ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედიაა, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მძიმე მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის. გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები - კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტების ჩართულობით, ყველა საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“ - განუცხადა ჟურნალისტებს სულხან თამაზაშვილმა.

სულხან თამაზაშვილმა სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებსა და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებსაც.

„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და სამაშველო ღონისძიებებში. მსურს, მადლობა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული უფლება-მოვალეობები. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს -  თქვენ ჟურნალისტებს მთელი დღის განმავლობაში თანამშრომლობისთვის. მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინათ მოვლენებისთვის“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სულხან თამაზაშვილი- ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics