|
2019-11-06 11:21:10, 1912 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე, თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენებთან გამართა. ქ. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ირაკლი ღარიბაშვილი ადამ კინზინგერსა და ალექსანდერ მუნის შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ორპარტიული საქართველოს მხარდამჭერი აქტისთვის, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამერიკელმა კონგრესმენებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით განხორციელებული რეფორმები წარმატებით ხორციელდება. ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნმა თავდაცვის მინისტრს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)