|
2019-11-06 11:01:09, 2031 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ბოლო დღეებში ვიხილეთ დესტრუქციული შეტევები ეკლესიასა და მის ლიდერზე
ჩვენ ვიხილეთ ეკლესიასა და მის ლიდერზე შეტევები, საზოგადოების რეაქციამ დაამტკიცა ჩვენი შესაძლებლობები მსგავს მანიპულაციებთან გასამკლავებლად – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ბოლო დროს საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერზე დესტრუქციული ხასიათის შეტევები ხორციელდებოდა, თუმცა საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ აჩვენა შესაძლებლობები მსგავსი მანიპულაციების წინააღმდეგ. "ბოლო პერიოდში ვიხილეთ როგორც ემუქრება „ფეიკ ნიუსები“ ჩვენი საზოგადოების საფუძველს. ეს იყო დესტრუქციული ხასიათი, ბოლო დროინდელი შეტევისა საქართველოს ეკლესიის და მის ლიდერზე. საბედნიეროდ საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ, როდესაც ასეთი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, დაამტკიცა თავისი სიმწიფე და ასეთი მანიპულაციების წინ აღუდგა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)