|
2019-11-05 19:50:12, 2354 ნახვა
პოლიტიკა
ვასაძე კინოთეატრებს - გეშინოდეთ ზარალის
ბიზნესმენი ლევან ვასაძე კინოთეატრების მფლობელს მოუწოდებს, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” სეანსები გაუქმოს. “მინდა მივმართო ექვსივე კინოთეატრის ერთიან მფლობელს, ჩემს მეგობარს გია ბაზღაძეს, რომელსაც მე კაცად ვიცნობ. გია, მე გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ შენს კონოთეატრებში ამ საშინელი ფილმის ჩვენება იგეგმებოდა. თუ ამ აგრესიულმა სექტამ შენ ეს როგორმე დაგაძალა, დაგაშინა, გამოდი და თქვი და მთელი საქართველო გვერდში დაგიდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შენ არ აკადრებ შენს და ჩემს სამშობლოს ასეთ შეურაცხყოფას და გააუქმებ ამ სეანსებს გეშინოდეს ერში სახელის გატეხვისა ან იმ ზარალისა, რომელსაც ღმერთმა ნუ ქნას, შენმავე კინოთეატრებმა შეიძლება განიცადოს ამ არეულობების დროს. იქ იმდენი ხალხი აპირებს მისვლას, ჩვენ ყველას კი არა, თითქმის ვერავის გავაკონტროლებთ და რაც არ უნდა ვიყვიროთ, არ ვიძალადოთო, რა იცი, იქ რა მოხდება”, – ამბობს ვასაძე.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)