18:15 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 12:48:02, 1200 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს და უკრაინის ჰიდროგრაფიულ სამსახურებს შორის ასოცირებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა“ და უკრაინის სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს შორის ასოცირებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა დოკუმენტს ხელი დღეს ბათუმში მოაწერეს. მემორანდუმი ორი ქვეყნის ჰიდროგრაფიულ სამსახურებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. კერძოდ, შუქურების დამეგობრების პროექტის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას ისტორიული ღირებულების მქონე შუქურების, მათი მოვლა-შენახვისა და ტექნოლოგიური განვითარების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, ამასთან შუქურების ორგანზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) რეკომენდაციის გათვალისწინებით უწყებები აქტიურად იმუშავებენ ისტორიული მნიშვნელობის მქონე შუქურების ტურისტული პოტენციალის განვითარების და ჰიდროგრაფიული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

ბათუმში გამართული შეხვედრის ფარგლებში, ჰიდროგრაფიული სამსახურების ხელმძღვანელებმა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საზღვაო სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ტექნიკურ სამუშაოებზე ისაუბრეს.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ბათუმისა და ოდესის ოლქის სანჟეისკის შუქურების დამეგობრების პროექტის ნიშნად მხარეებმა ბათუმის შუქურაზე სიმბოლური დაფა გახსნეს, ანალოგიური დაფის განთავსება იგეგმება უკრაინის სანჟეისკის შუქურაზე.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics