|
2026-11-13 12:16:26, 234 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ფეიქრიშვილის საქმეზე ბრალი წაუყენა
პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძესა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ დავით ფეიქრიშვილზე საკანში თავდასხმის საქმეზე ბრალდება წარუდგინა. გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. "როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის ოქტომბერში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 2026 წლის 25 ოქტომბერს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა. სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, ფეიქრიშვილზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ფეიქრიშვილის საქმეზე ბრალი წაუყენა
პაპუაშვილი – ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ცალკეული გადაცდომები იყო და ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა, ამას ერთ-ერთში „ნაცმოძრაობა“ იმეორებს
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკურ ზრდას გადახედა და 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რის საფუძველზე?
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)