|
2019-10-28 11:04:50, 2583 ნახვა
რეგიონი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სადრენაჟო სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ.სნოს, აჩხოტისა და გორისციხის მოსახლეობას, სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო, ათეულობით წელია ჭარბი წყლის პრობლემა აწუხებდა, რაც შეუძლებელს და არაეფექტიანს ხდიდა ისედაც მცირემიწიან რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. სამხარეო ადმინისტრაციის თხოვნით, გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მელიორაციამ მასშტაბური სამუშაოები განახორციელა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. დღეისთვის გაწმენდილია 6,5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი. გარემონტდა, ხშირ შემთხვევაში კი თავიდან აშენდა კოლექტორული მიმღებები და სრულად მოწესრიგდა სადრენაჟე ინფრასტრუქტურა. შედეგად 45 ჰექტარი ფართობი გათავისუფლდა ჭარბი წყლისგან და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის მისი გამოყენება. ჩატარებული სამუშაოების გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად ყაზბეგის რაიონს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე; მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი დავით წითლიძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ოთარ შამუგია ეწვივნენ.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)