11:42 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-02 22:44:43, 3384 ნახვა

მსოფლიო
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო

ამერიკული გამოცემა „War Zone“-ის ცნობით, ტაივანმა აშშ-სგან უახლესი F-16C Block 70 გამანადგურებლების პირველი ორი მიიღო, 66 საბრძოლო თვითმფრინავის დაგეგმილი მიწოდებიდან.

„თითქმის შვიდი წლის ლოდინის შემდეგ, ტაივანმა აშშ-სგან 66 ახალი F-16C/D Block 70 გამანადგურებლის დიდი ხნის განმავლობაში გადადებული შეკვეთიდან პირველი ორი თვითმფრინავი მიიღო. ეს არის პირველი ახალი, ქარხნულად აწყობილი გამანადგურებლები, რომლებიც ტაივანს ბოლო 25 წლის განმავლობაში მიეწოდება“, - წერს გამოცემა.

სამხრეთ კაროლინას ქარხნიდან გამანადგურებლების ფრენა თვენახევარს გაგრძელდა ჰავაიზე გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებების გამო, საიდანაც ისინი გუამის გავლით მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში ჩავიდნენ, იუწყება გამოცემა.

დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი არაერთხელ გადაიდო მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების, პანდემიის შედეგებისა და ახალი Viper Shield-ის საჰაერო ელექტრონული საბრძოლო სისტემის გაჭიანურებული განვითარების გამო, აღნიშნავს გამოცემა.

„War Zone“-ის ცნობით, ახლად ჩამოსული თვითმფრინავები აღჭურვილია APG-83 SABR რადარებით და IRST21 Legion-ES ინფრაწითელი სამიზნეების აღმოჩენის სისტემებით, დამატებითი მიწოდება კი წლის ბოლომდეა მოსალოდნელი. კიდევ 63 თვითმფრინავი აშშ-ში აწყობისა და ტესტირების სხვადასხვა ეტაპზეა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics