12:43 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 17:35:26, 1492 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა ხეების დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა

გაეროს კვირეულის (17-24 ოქტომბერი) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, გაეროს თანამშრომლებთან, თბილისის საკრებულოსა და მერიის წევრებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა ხეების დარგვის აქციაში მიიღო.

„კვირეულის ფარგლებში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში გამწვანების აქცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის მერიის აქტიური ჩართულობით განხორციელდა. მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს, რადგან ერთი მხრივ, მწვანე სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქალაქის ჰაერის ხარისხისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

გაეროს კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, ქ. თბილისში, ჯამში, 550 ძირი ხის ნერგი დაირგო.

ხეების დარგვის აქციაში საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, ქ.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე მონაწილეობდნენ. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, ფეიქრიშვილზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ფეიქრიშვილის საქმეზე ბრალი წაუყენა
პაპუაშვილი – ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ცალკეული გადაცდომები იყო და ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა, ამას ერთ-ერთში „ნაცმოძრაობა“ იმეორებს
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკურ ზრდას გადახედა და 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რის საფუძველზე?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics