12:43 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 16:17:36, 1532 ნახვა

საზოგადოება
ილურიძის ქუჩის გაგრძელებაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩის ზედა ნაწილში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. საყრდენი კედლების სიგრძე ჯამში, 180 მეტრია. ასევე, 435 მ სიგრძეზე სანიაღვრე ქსელი (კიუვეტი და ცხაურები), ხოლო 470 მეტრზე გზის საფარი მოეწყობა. ტერიტორიის ძირითად ნაწილზე ბეტონის გზა, მცირე მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ამაშუკელი ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ.

„ილურიძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გრუნტის გზაზე გადაადგილება ადგილობრივ  მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. კაპიტალურად ვაკეთებთ ამ ქუჩას და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია მთლიანად კეთილმოწყობილი იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ილურიძის ქუჩის გაგრძელების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 690 695 ლარს შეადგენს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, ფეიქრიშვილზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ფეიქრიშვილის საქმეზე ბრალი წაუყენა
პაპუაშვილი – ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ცალკეული გადაცდომები იყო და ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა, ამას ერთ-ერთში „ნაცმოძრაობა“ იმეორებს
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკურ ზრდას გადახედა და 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რის საფუძველზე?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics