|
2019-10-23 18:03:02, 1342 ნახვა
რეგიონი
ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ავსტრიელმა ჟურნალისტებმა ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მაქს ჰიგელსბერგერმა, ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ, ზემო ავსტრიის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა და ავსტრიელმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს. სტუმრები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას, ბაზაზე გაშენებულ ვაზის საკოლექციო ჯიშებს და ცენტრის საქმიანობას გაეცნენ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ავსტრიელ სტუმრებს ხორბლის კულტურის მოძიება-აღდგენის, გენბანკის შექმნისა და ქვეყანაში არსებულ მარცვლეული კულტურების სერტიფიცირების სისტემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. „წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ავსტრიის როგორც სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, ასევე კერძო კომპანიებთან. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ისეთი მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. ავსტრიულ მხარესთან გაღრმავდება ურთიერთობა თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების, ასევე გენეტიკური რესურსების მოძიებისა და დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. საქართველოში 5 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ზემო ავსტრიის სამთავრობო დელეგაცია და მედიის წარმომადგენლები ღვინის ინდუსტრიის, ადგილობრივი წარმოების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარებას ეცნობიან. „საქართველოს ღვინის წარმოების დიდი კულტურა და ტრადიციები აქვს. გვსურს, საქართველოს აღმავლობის პროცესს ხელი შევუწყოთ. ჩვენ დავინახეთ თუ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ვაზის ენდემურ ჯიშებს, თითოეული ჯიშის მოძიებას და აღდგენას; ერთად დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ჩვენი ვიზიტის მიზანი, სწორედ ახალი კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა“, - განაცხადა ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მაქს ჰიგელსბერგერმა. ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 450-მდე ქართული და 350 უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)