|
2019-10-20 19:18:58, 2305 ნახვა
საზოგადოება
ბარსელონას აეროპორტში დარჩენილია მხოლოდ შვიდი მოქალაქე რომლებიც თბილიში დღესვე დაბრუნდებიან
ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ შვიდი მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეების მგზავრობის ალტერნატიული მარშრუტი საქართველოს ავიახაზებთან შეთანხმების შედეგად უკვე გარკვეულია და ისინი სავარაუდოდ დღესვე შეძლებენ გამგზავრებას დანიშნულების მიხედვით. „როგორც ცნობილია, ბარსელონაში შექმნილი სიტუაციისა და თვითმფრინავის მიღების და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, თბილისიდან 20 ოქტომბერს დაგეგმილი რეისი ბარსელონის მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, გაუქმდა ბარსელონა-თბილისის რეისიც. საქართველოს ავიახაზების მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული იყო შექმნილი ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ყველა მგზავრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. რეისის გაუქმების შედეგად შექმნილი ვითარების გამო ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო დაუყოვნებლივ ჩაერთო პროცესში და გენკონსულმა პირადად მოინახულა აეროპორტში მყოფი მოქალაქეები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ოქტომბერში დაფიქსირებული კლების მიუხედავად, 2026 წელს ევროკავშირის მიერ რუსული „იამალ LNG“-ის შესყიდვები 9 მილიარდ დოლარზე მეტს აღწევს
ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 5%-ით, იმპორტი კი 11%-ით გაიზარდა
პაპუაშვილი - გვიკრძალავდნენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად ზრდიან რუსული თხევადი გაზის ექსპორტს
ბრიფინგი პროკურატურაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)