12:03 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-13 11:39:05, 237 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - გვიკრძალავდნენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად ზრდიან რუსული თხევადი გაზის ექსპორტს

ვხედავდით, როგორ გვიკრძალავდნენ ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, მოგვიწოდებდნენ, ფაქტობრივად, დაგვეზარალებინა ეკონომიკის სხვადასხვა სფერო, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და არაერთი ფაქტი ყოფილა, რომელიც ადასტურებს ფარისევლობას, რომელსაც ჩვენ ევროკავშირისგან ვხედავთ საქართველოს მიმართ. ერთი მხრივ, ვხედავდით, როგორ გვიკრძალავდნენ ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, მოგვიწოდებდნენ, ფაქტობრივად, დაგვეზარალებინა ეკონომიკის სხვადასხვა სფერო. განსაკუთრებით, მათ შორის, მეღვინეობა, სოფლის მეურნეობა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ლიტვა იყო ყველაზე დიდი ღვინის ექსპორტიორი მთელ მსოფლიოში, რუსეთში. ახლაც ამას ვხედავთ, ნავთობპროდუქტებთან და ენერგორესურსებთან დაკავშირებით, იქნება გაზი თუ ნავთობი, როგორ ცდილობდნენ საქართველოს დაყოლიებას, რომ არ მომხდარიყო იაფი ენერგორესურსების შესყიდვა რუსეთიდან, აგვეკრძალა ჩვენი ბიზნესისთვის საწვავი და სხვა ენერგომატარებლები შემოეტანათ. ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, მთელი ჩვენი ვაჭრობა, რაც არის წელიწადში, თვენახევარში უხდიან ისინი რუსეთს მარტო თხევად გაზში. რუსეთიდან იმპორტი ჩვენთან წელიწადში არის დაახლოებით მილიარდნახევარზე ცოტა მეტი. ერთ მილიარდს მარტო თხევად გაზში უხდის ევროკავშირი რუსეთს. აქაც ჩანს ის ფარისევლობა, რომლითაც, ერთი მხრივ, მათი საჯარო განცხადებები და მეორე მხრივ, მათი კონკრეტული ქმედებებია გამოაშკარავებული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - გვიკრძალავდნენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად ზრდიან რუსული თხევადი გაზის ექსპორტს
ბრიფინგი პროკურატურაში
ჰორმუზის სრუტეში გაზმზიდი ნაღმზე აფეთდა
ვიტკოფი: გუნდების შემდეგი შეხვედრა უკვე დაგეგმილია, ევროპელები დაესწრებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics