2026-11-13 12:06:45, 272 ნახვა
ეკონომიკა
ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 5%-ით, იმპორტი კი 11%-ით გაიზარდა
ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში 722 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით, ანუ 37 მილიონი დოლარით მეტია.
საქსტატის ექსპრეს მონაცემებით, მთლიანობაში 2026 წლის 10 თვეში საქართველომ უცხოეთში 6.84 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც წლიურად 17.9%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება იმპორტს, ოქტომბერში ის 1.73 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ზრდა წლიურად 11%-ია, რაც 174 მილიონ დოლარს შეადგენს. ჯამურად 10 თვეში იმპორტი 16.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან