|
2019-10-19 11:00:24, 1559 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი - ერთ-ერთ ბინაში გაუმართავი წყალგამაცხელებელი იყო დამონტაჟებული
"თბილისის ენერჯი" წარმომადგენლის ნათია მიქიაშვილის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, იმ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაუმართავი წყალაგამაცხელებელი იყო დამონტაჟებული. კერძოდ, როგორც მიქიაშვილმა განმარტა, კომპანიის წარმომადგენლებმა კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი რამდენიმე ხნით ადრე ჩახსნეს და ამის დამადასტურებელი საბუთიც არსებობს. "უახლოეს წუთებში, მედიის წარმომადგენლები მიიღებენ იმ საბუთს, რომელზეც ჩვენი თანამშრომელი აფიქსირებს, რომ გაუმართავი წყალგამაცხელები, რომელიც იყო დამონტაჟებული ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, სადაც მოხდა აფეთქება, რა თქმა უნდა, წინასწარ დაზუსტებით, ყველაფერზე საუბარი შეუძლებელია. იყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, არ შეიძლება ამ წყალგამაცხელებლის ხელმეორედ კუსტარულად დამონტაჟება. მივმართავ ყველა აბონენტს, კუსტარულად დამონტაჟებულ დანადგარებთან დაკავშირებით, არა ერთი შეტყობინება გავრცელდა კომპანიის მიერ, ისინი არ არიან საკუთარი თავის და საკუთარი ოჯახის წევრებზე პასუხისმგებელი, ამით საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს, საფრთხეს უქმნიან მეზობლებს. ასევე, შესაძლებელია, რომ ნებისმიერი ადამიანისგან შემოსული ზარის შედეგად, "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლები დროულად ამოწმებენ ყველა მისამართს. ერთ-ერთ ბინაში, ჩახსნილი იყო წყალგამაცხელებელი, სადაც მითითებული იყო, ხელმოწერა იყო ბინის მფლობელის, რომ მან ჩაიბარა ეს დოკუმენტი და ეწერა, რომ ეს წყალგამაცხელებელი იყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. მეოთხე სართულზე მდებარე ბინას ვგულისხმობ, სადაც მოხდა აფეთქება“, - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს გურამიშვილზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, პირველად ინფორმაციით, ის კორპუსში, ერთ-ერთ სართულზე დაგროვილმა გაზმა გამოიწვია. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაროებს.
ოქტომბერში დაფიქსირებული კლების მიუხედავად, 2026 წელს ევროკავშირის მიერ რუსული „იამალ LNG“-ის შესყიდვები 9 მილიარდ დოლარზე მეტს აღწევს
ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 5%-ით, იმპორტი კი 11%-ით გაიზარდა
პაპუაშვილი - გვიკრძალავდნენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად ზრდიან რუსული თხევადი გაზის ექსპორტს
ბრიფინგი პროკურატურაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)