|
2019-10-16 13:40:31, 1017 ნახვა
საზოგადოება
გლდანში არასრულწლოვანი დაჭრეს - მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. როგორც ექიმი ქეთევან კუპატაძე აცხადებს, მოზარდს ჭრილობები მუცლის ღრუში ჰქონდა მიყენებული, რის შედეგადაც დაზიანება პანკრეასისა და კუჭის არეში აქვს მიღებული. მისივე ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. "პაციენტი კლინიკაში შემოყვანილია 15 ოქტომბერს, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად მიღებული აქვს პანკრეასის და კუჭის დაზიანება. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება ოპერაციის შემდგომ პერიოდს. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა მეტ-ნაკლებ სტაბილიზაციას მივაღწიეთ ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა ქეთევან კუპატაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)