01:01 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 13:15:17, 1885 ნახვა

რეგიონი
მინისტრი ზაალ მიქელაძე კლინიკა „მედინას“ ანგარიშსა და კონფერენციას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინას" გადაუდებელი კარდიოლოგიის, ინვაზიური კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის დეპარტამენტის სამი წლის საქმიანობის ანგარიშსა და კონფერენციას სახელწოდებით: „კარდიოქირურგიული პაციენტების პერიოპერაციული მართვის ასპექტები“ დაესწრო.

კონფერეცნიაზე პრეზენტაციის სახით წარდგენილი იქნა თემები: „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კარდიოლოგიისაა და კარდიოქირურგიის დეპარტამენტის სამი წლის ანგარიში“, „თანამედროვე მიდგომები კარდიოქირურგიაში“,  „ანესთეზია ინტენსიური თერაპიის როლი კარდიოქირურგიაში“, „კარდიოქირურგიული პაციენტების პოსტოპერაციული მართვა“,  „კარდიოექოსკოპიის როლი კარდიოქირურგიულ პაციენტებში“.

კონფერენციას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხლისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. აჭარის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, კარდიოლოგები, კარდიოქირურგები, კარდიოექოსკოპისტები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ფოთისა და გურიის სამედიცინო დაწესებულებების ექიმები.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics