|
2019-10-10 23:42:11, 2127 ნახვა
საზოგადოება
ჩოხა მცმია და მიგალობია - სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ჯიშკარიანის პირველი კომენტარი
"კურიერმა" ილია ჯიშკარიანის პირველი ვიდეოკომენტარი მოიპოვა. ვიდეო მისმა ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს პალატაში ადვოკატთან საუბრის დროს ჩაიწერეს. „მე მიგალობია… ჩოხა მცმია და მიგალობია… მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა… მე მირჩევნია მერქვას მკვლელი… მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში“. საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ილია ჯიშკარიანი, სხვა მტკიცებულებებთან ერთად მისი თანამშრომლების ჩვენებების გამოყენებასაც აპირებს. სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლს თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილება გენერალურმა პროკურატურამ გამოიტანა. თამთა თოდაძე უწყებაში იყო დაბარებული, სადაც მას საქმის მასალები გააცნეს. როგორც თოდაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობის წერილზე აქვს ხელი მოწერილი.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)