|
2019-10-10 16:27:08, 1179 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენ ვაძლიერებთ ღვინის ლაბორატორიის შესაძლებლობებს
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით, ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, გაზრდილი ექსპორტის პირობებში გამოწვევად რჩება სანდოობის და ხარისხის კონტროლის საკითხები. „თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენ ვაძლიერებთ ლაბორატორიის შესაძლებლობებს. მოგეხსენებათ, ღვინის ლაბორატორია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინის კონტროლის ხარისხის სისტემაში, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ღვინის ლაბორატორიული ანალიზების მაღალი სტანდარტის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლაბორატორია აღიჭურვება უახლესი აპარატურით. ლაბორატორია შეძლებს სხვადასხვა ხარისხის იზოტოპის თანაფარდობის განსაზღვრას, რაც უზრუნველყოფს ღვინის წარმომავლობის დადგენას. ამ მონაცემთა ბაზის შექმნით, ქართული ღვინის კონტროლის კუთხით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ და გავზრდით სანდოობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ შპს „ღვინის ლაბორატორიას“ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ლაბორატორიაში დანერგილია ხარისხისა და მაქსიმალურად დაცული, უნივერსალური მონაცემთა ბაზის (LIMS) სისტემები, რომელიც ითვალისწინებს ყველა დეტალს ნიმუშის მიღებიდან ანალიზის პასუხის გაცემამდე. ლაბორატორია მუშაობს, როგორც ევროპული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული და დაშვებული, ასევე ადგილობრივი, აპრობირებული და დოკუმენტალურად აღწერილი მეთოდიკებით. ლაბორატორიაში ყოველწლიურად ხდება კვლევის მეთოდების განახლება; დივერსიფიცირებული ბაზრების მოთხოვნების გათვალისწინებით მიმდინარეობს ღვინოების სხვადასხვა პარამეტრზე კვლევა. 2020 წლიდან, საინსპექციო და სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იზოტოპური კვლევა ფალსიფიკაციის თავიდან აცილებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება. შესაბამისად, ღვინის ლაბორატორია აღიჭურვება უახლესი აპარატურით და შესაძლებლობა ექნება აღნიშნული კვლევები ჩაატაროს.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)