|
2019-10-09 10:49:02, 2096 ნახვა
რეგიონი
ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი ბათუმში მამის კვალს მიჰყვება
ბათუმს ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი სტუმრობს. ჯონ სიმენონმა, რომელიც ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება, დღეს ძველ ბათუმში ის ადგილები მოინახულა, რომელიც ბათუმზე დაწერილ ჯორჟ სიმენონის ნოველაშია აღწერილი. ჟორჟ სიმენონი ბათუმში 1933 წელს შავი ზღვის გარშემო საკრუიზო მოგზაურობის დროს გაჩერებულა, სწორედ ამის შემდეგ გამხდარა ბათუმი მისი ერთ-ერთი ადრეული ნოველის ,,ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ მოქმედების ადგილი. ჯონ სიმენონის ბათუმში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნოველის ქართულად თარგმანის, სიმენონის ფონდში დაცული ბათუმის ფოტოარქივის გამოფენისა და ბათუმის ბულვარში სიმენონის ძეგლის შესაძლო დადგმასთან დაკავშირებით. ცნობილი მწერლის შვილი ბათუმში 11 ოქტომბრამდე გაჩერდება, გაეცნობა აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს და საქმიან შეხვედრებს გამართავს მთავრობისა და თვითმართველობის ხელმძღვანელებთან. ცნობილი ბელგიელი მწერალი ჟორჟ სიმენონი ვალონიის რეგიონის, ქალაქ ლიეჟში დაიბადა. ის 200-მდე რომანისა და ნოველის ავტორი გახლავთ, რომლის შემოქმედებაც 550 მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა და 47 ენაზეა თარგმნილი. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანების სერიამ, რომლის მთავარი გმირიც ფრანგი კომისარი მეგრეა. რაც შეეხება ნოველას, რომლის ინსპირაციის წყაროც ბათუმია, მოქმედება საბჭოთა კავშირის დროინდელ ბათუმში მიმდინარეობს. მისი მთავარი გმირი თურქი კონსულია და ნოველაში მისი გადმოსახედიდან დანახული საპორტო ქალაქია აღწერილი, ნავთობმაგნატების, დიპლომატიური მისიებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების პერსონაჟებით. ნოველაში აღწერილი მთავარი ადგილი, ყოფილი თურქეთის საკონსულოს ოფისის ძირითადი საცავი, დღესაც მდებარეობს მ. აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც ამჟამად საკონსულო რეზიდენციის შენობაშია.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)