|
2019-10-07 19:25:28, 1467 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურასთან გამართული აქციის მონაწილეები ილია ჯიშკარიანის დაკავებას ითხოვენ
თამთა თოდაძის მხარდასაჭერად საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია იმართება. აქციაზე იმყოფებიან ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები. პროკურატურასთან ისმის შეძახილები "დააკავეთ მოძალადე". "ჩვენ ვდგავართ აქ, იმიტომ რომ გაჩნდა ეჭვი, პოლიტიკური ნიშნით ხდება ილია ჯიშკარიანის სავარაუდო დანაშაულის დაფარვა. ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ მოძალადე ეჭვმიტანილად იყოს ცნობილი. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს, მთავარი პროკურორისგან რატომ არაა ჯიშკარიანი ეჭვმიტანილად ცნობილი" - ცხადებს უფლებდამცველი იდა ბახტურიძე. აქციის მონაწილეები დეპუტატ ილია ჯიშკარიანისათვის დაუყოვნებლივ ბრალის წაყენებას. თამთა თოდუას აინტერესებს, რატომ არ ხდება მისი დაზარალებულად ცნობა. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)