|
2019-10-07 16:49:56, 2063 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ფეხბურთი აჭარაში განვითარების ახალ საფეხურზე გადავა
ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ეროვნული ლიგის სეზონის მთავარი მატჩის დაწყებამდე საზეიმო ცერემონიალი მოეწყო. ხელი მოეწერა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას და ბათუმის დინამოს სპონსორს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარებას აჭარაში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას. მემორანდუმს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და კომპანია „ლამინის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ ბერიძემ მოაწერეს. „დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ფეხბურთი ჩვენს რეგიონში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში ახალ ეტაპზე, განვითარების ახალ საფეხურზე გადავა," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმის დინამოს არსებობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ინვესტორი მიზნად ისახავს უზრუნველყოს შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა/განვითარება, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტის მოედნების, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის, სავარჯიშო დარბაზების, საკონფერენციო დარბაზის, ღია აუზის, კვების ობიექტის და სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობას. აღსანიშნავია, რომ ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა, აჭარის მთავრობა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია დაინტერესებულია სპორტის სფეროში ინვესტიციების მოზიდვით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით და რეგიონში საფეხბურთო ტრადიციის აღდგენით.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)