|
2019-10-07 14:39:06, 2164 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე კულტურის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა
მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ორგანიზაციების თანამშრომლებს ხვდება. პირველი სამუშაო შეხვედრა ხელმძღვანელმა, მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად დღეს კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან გამართა. შეხვედრას კულტურის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახური, ცენტრთან არსებული ანსამბლის წევრები, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო განყოფილებისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შუახევის კულტურის ცენტრის ბიუჯეტი 2017 წლიდან დღემდე 140 ათას ლარამდე გაიზარდა და 2019 წლისთვის 580 ათას ლარს შეადგენს, 25 %-ით გაიზარდა დასაქმებულების ხელფასი. შეძენილი იქნა ანსამბლებისთვის მუსიკალური ინსტრუმენტები და ბიბლიოთეკები შეივსო საბავშვო და თანამედროვე ლიტერატურული წიგნებით. გაიხსნა დღვანის ბიბლიოთეკა. ოლადაურის ეთნოგრაფიულ მუზეუმს მიენიჭა არჩილ მაკარაძის სახელი. შუახევის მერიის ინიციატივით შეიქმნა საექსპედიციო ჯგუფი, რომლის საშუალებითაც შეისწავლეს სოფელში არსებული მუსიკალური ოჯახები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ნიჭიერი ახალგაზრდები, სახალხო მთქმელები , ფოლკლორული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს გალობის უმაღლეს სასწავლებელს, ფონდ ,,ქართული გალობასა“ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან, რომელიც ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, ლოტბარების გადამზადებას, უძველესი ფოლკლორული სიმღერების დამუშავება-შესწავლას. მათ შორის ერთერთი მაგალითია - ,,ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“. კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული თუ ვოკალური ანსამბლები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალსა და ფოლკლორულ ღონისძიებებში. სამუშაო შეხვედრაზე თანამშრომლებმა მიღწევებთან ერთად, ისაუბრეს კულტურის ცენტრში არსებულ პრობლემებსა და გამწვევებზე. ფრიდონ ფუტკარაძემ კულტურის სფეროში დასაქმებულებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის, მათ მიერ დასახელებული საკითხების მოგვარებაში და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)