|
2019-10-07 13:51:33, 1514 ნახვა
საზოგადოება
„ეს ყველა ქალის ბრძოლაა“ - პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა
გენერალურ პროკურატურასთან სავარაუდოდ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლის, თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, - ამის შესახებ ინფრომაცია Facebook-ში გავრცელდა. აქციის ორგანიზატორი ქალთა მოძრაობაა. "დღეს 19:00 საათზე მთავარ პროკურატურასთან გაიმართება თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია. მთავარი პროკურორისაგან მოვითხოვთ სამართლიანი გამოძიების წარმართვას და დეპუტატ ილია ჯიშკარიანისათვის დაუყოვნებლივ ბრალის წაყენებას. ეს არ არის მხოლოდ თამთას ბრძოლა, ეს ყველა ქალის ბრძოლაა საქართველოში! შემოგვიერთდით! სოლიდარობა თამთას!", - წერია აქციის ანონსში. ცნობისთვის, საქმე ეხება "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიერ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტს. კერძოდ, სექსუალურ ძალადობაში ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 3 მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)