|
2019-10-07 08:23:20, 890 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული მასწავლებელი ქეთინო მერებაშვილი გახდა
5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა კლუბ “ანდერვილში”. ღონისძიებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ მარიამ მათიაშვილმა სამინისტროს რჩეული - ქ. თბილისის სკოლა-ლიცეუმ “პრომეთეს” გეოგრაფიის მასწავლებელი, ქალბატონი ქეთინო მერებაშვილი დაასახელა. გამარჯვებულს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და ტექნიკის ვაუჩერი გადაეცა. ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ამ გზით მოსახლეობის ცოდნისა და ცნობიერების დონის ზრდა წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ცენტრი 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე განათლების როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური და არაოფიციალური მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)