|
2019-10-07 08:21:29, 1747 ნახვა
რეგიონი
საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა
საჩხერის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის ოფისი გაიხსნა. ახალი ოფისი ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით არის აღჭურვილი. შენობაში განთავსებულია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაც, სადაც შესაბამისი კვლევები ჩატარდება. ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან,სოზარ სუბართან და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა. მიმდინარე წელს სურსათის ერვნული სააგენტოს ახალი ოფისი უკვე გაიხსნა აბაშის მუნიციპალიტეტში. თანამედროვე სტანდარტების ოფისების გახსნა იგეგმება ფოთსა და მესტიაში. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაგეგმილი მომავალ წელსაც.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)