|
2019-10-05 15:29:12, 2820 ნახვა
საზოგადოება
ლეგენდარული გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მანამდე შოთა რუსთაველის თეატრში მაესტროს სამოქალაქო პანაშვიდი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის ხსოვნას პატივი პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და თაყვანისმცემლებმა მიაგეს. თეატრიდან უკანასკნელ გზაზე გია ყანჩელი ტაშით გააცილეს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო დონის კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა. ის იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, გია ყანჩელი საუკეთესოდ არის მიჩნეული. გია ყანჩელი 1972 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ მუშაობდა. 1979 წელს კი იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)