|
2019-10-05 11:40:37, 2398 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ჯიპის ტიპის სპეცმანქანები გადაეცა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 12 მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის სპეცმანქანა შეემატა. ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მის მოადგილე ზაზა ბოხუას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ პირადად დაათვალიერებინა. ჯიპის ტიპის მანქანები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვისაა გათვლილი და მისი საშუალებით, გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სპეცგამავლობის მანქანების გადაცემა მთაგორიანი რეგიონებისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)