08:07 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 10:02:16, 998 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა ანსამბლ „რუსთავს“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მადლობის სიგელი გადასცა

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილესთან სოფიო ხუნწარიასთან ერთად თბილისის საკრებულოში, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,რუსთავის’’ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო.

დედაქალაქის მერმა ანსამბლს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელი გადასცა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ მადლობის სიგელები  - ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს და მთავარ ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს.

„მინდა ანსამბლ „რუსთავს“ 50 წლის იუბილე მივულოცო. სიტყვები არ მყოფნის, გადმოვცე ის ემოცია, რაც ახლა ვნახეთ და მოვისმინეთ. ეს არის ანსამბლი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააქვს ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა; თითოეული ქართველისთვის საამაყო ჩვენი ხალხური საიმღერა და ცეკვა. 50 წელი არც ძალიან ცოტაა და არც ძალიან ბევრი. მინდა ვუსურვო მათ კიდევ დიდი წარმატებები, რათა თაობებს გადასცენ ის ქართული სულისკვეთება, რაც ჩვენს ცეკვასა და სიმღერაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ღონისძიებაზე ანსამბლის წევრებმა რამდენიმე საცეკვაო და მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ამასთან, ,,რუსთავმა" საკრებულოს საჩუქრად საიუბილეო ანთოლოგია გადასცა, რომელშიც 400 ქართული ხალხური სიმღერაა შესული.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი უძღვებოდა. მიღებას საკრებულოს წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics