|
2019-09-27 10:43:05, 3063 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: შუახევში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დაიწყო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შუახევის მუნიციპალიტეტში ბარათაულის, ჭვანას და წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. პროექტი „ღია შეხვედრები" ორ თვეზე მეტია საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინებას. მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის განათლების მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად შუახევში ახალი სკოლის მშენებლობის დაწყების პროცესს გაეცნო. სკოლა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სკოლაში ასევე, მოეწყობა სააქტო დარბაზი, დახურული და ღია სპორტული სივრცეები. შენობა უზრუნველყოფილი და სრულად ადაპტირებული იქნება. პროექტის ღირებულება 2 171 873 ლარია. პროექტი 2021 სასწავლო წლისთვის დასრულდება. შუახევის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სამი საჯარო სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. „ვაგრძელებთ მოსახლეობასთან ღია შეხვედრებს დიალოგის ფორმატში. ამ შეხვედრებში ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო. შუახევის მუნიციპალიტეტებში ძალიან აქტიურად ვითარდება სასკოლო ინფრასტრუქტურა. მოვინახულეთ რამდენიმე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი. შუახევის ცენტრში შენდება ახალი თანამედროვე სკოლა, ეს იქნება დამატებითი სტიმული როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს წევრები, მთავრობის წარმომადგენლები. შუახევის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)