|
2019-09-24 17:50:53, 3056 ნახვა
რეგიონი
საქართველოს რეგიონებში 18 ახალი პროექტი განხორციელდება
საქართველოს რეგიონებში 18 ახალი პროექტი განხორციელდება. პროექტები დაფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის მეშვეობით, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც საქართველოს გარემოსდაცვით, ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. „წარდგენილი პროექტებიდან საუკეთესოები შეირჩა. დღეს 18 გამარჯვებული დავაჯილდოვეთ. საუკეთესო პროექტებს შორის იყო ქართული ხორბლის იშვიათი ჯიშების აღდგენა/კონსერვაცია, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება, ეკოტურისტული პროექტები, ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების დემონსტრირება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ალპურ საძოვრებზე და სხვები. ვფიქრობ, ასეთი ინიციატივები და პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაქვს მოლოდინი, რომ შედეგები საინტერესო იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, პროგრამაში ჩართული არიან ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. პროგრამა ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებებთან და მწვანე ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევას ეროვნულ დონეზე და გარემოსდაცვითი მიმართულებით ღონისძიებების გატარებას. პროექტების ნუსხაშია კოლხური ხოხბის აღდგენა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, იშვიათი მცენარეების კონსერვაცია კოლხეთის დაბლობზე, ურბანული ეზოების გამწვანება თბილისში და სხვა. თვრამეტივე პროექტის საერთო ღირებულება 1.1 მილიონი აშშ დოლარია. აქედან, გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გათვალისწინებული დაფინანსება 500,000 აშშ დოლარს აღწევს, ხოლო მონაწილე ორგანიზაციების მიერ მოზიდული ფულადი და არამონეტარული თანადაფინანსება 600,000 აშშ დოლარია.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)