|
2019-09-19 10:14:31, 1570 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - თითოეული თეთრი ბიუჯეტიდან იხარჯება მიზნობრივად და ბოლომდე ხმარდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას
საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების მიზნით, აჭარის მთავრობა 2010-2019 წლების წარმომადგენლობითი ხარჯების ამსახველ ოფიციალურ მონაცემებს ასაჯაროებს. მონაცემების თანახმად, წინა ხელისუფლების პირობებში, წარმომადგენლობითი ხარჯების ტენდენცია იყო ყოველწლიურად მზარდი: წელი - 445 730 ლარი წელი - 517 947 ლარი წელი - 771 347 ლარი რაც შეეხება, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდს, ოფიციალური მონაცემების თანახმად, ფიქსირდება წარმომადგენლობითი ხარჯების კლების ტენდენცია: წელი - 154 313 ლარი წელი - 109 189 ლარი წელი ( 8 თვე) – 87 122 ლარი აღსანიშნავია, რომ წელს აჭარამ აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმს და კონფერენციას - “საქართველოს ევროპული გზა” უმასპინძლა. წარმომადგენლობითი ხარჯები ასევე გათვალისწინებულია ორი მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმისთვის, რაც მაღალი რანგის პოლიტიკოსების მონაწილეობით აჭარაში წლის ბოლომდე უნდა მოეწყოს. “თითოეული საბიუჯეტო ლარი, თითოეული თეთრი იხარჯება მიზნობრივად და ბოლომდე ხმარდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, მათი ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებს. განსხვავებით ძველი პრაქტიკისგან - როცა საბიუჯეტო სახსრებით ხდებოდა ძვირადღირებული პიჯაკების, ასევე ძვირფასი საჩუქრების შეძენა ნაცნობმეგობრებისთვის. გასულ წლებთან შედარებით, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ რესპუბლიკური ბიუჯეტი, ხოლო მილიონი ლარით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯი მთავრობის აპარატში, რაც 2012 წელთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია. ვერც მთავრობის თავმჯდომარე და ვერცერთი თანამდებობის პირი ვერ იქნება ფუფუნებაში", - განმარტავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. წარმომადგენლობითი ხარჯების დაკავშირება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან არარელევანტურია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 2019 წლის I კვარტალში აჭარის რეგიონში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 26.1 მლნ აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში გაზრდილია 209%-ით. აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარაში 1 მილიარდი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები განახლდა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)